Main » Files » Movie |
Entries in category: 17 Shown entries: 1-10 |
Pages: 1 2 » |
Sort by: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views
ტომის და ჯერის ახალი თავგადასავალი. |
თქვენ შეგხვდათ ყველაზე მხურვალე ბილეთი ლას-ვეგასში! პლეიბოის რჩეულ გოგონებთან ერთად კულისებს მიღმა პირისპირ აღმოჩნდებით! ცხრამეტი ულამაზესი ქალი დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ. |
შონ ანდერსონი კოდირებულ შეტყობინებას იღებს, რომლითაც შველას ითხოვენ, თანაც იდუმალებით მოცული კუნძულიდან... კუნძულიდან, რომელიც წესით არც უნდა არსებობდეს... აქ უცნაური არსებები, ოქროს მთები, მომაკვდინებელი ვულკანები და არაერთი საიდუმლო იმალება. |
ჯოში და რინეი შვილებთან ერთად ახალ სახლში გადადიან. ცოტახანში სახლში უცნაური მოვლენები იწყება... გადაადგილდება ნივთები და ბავშვების ოთახში უცნაური ხმები ისმის... მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ათი წლის დალტონი კომაში ვარდება. ექიმების ყველა მცდელობა ამაოა, ისინი ვერაფრით ეხმარებიან ბიჭს და რამოდენიმე თვის შემდეგ სახლში აბრუნებენ... მაგრამ ამოუხსნელი მოვლენები გრძელდება. იმედდაკარგული მშობლები მზად არიან ყველას მიმართონ დახმარებისთვის და ცოტახანში ირკვევა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი დალტონი პარანორმალურ სამყაროსთან არის კავშირში. |
ელისი თავის გზას აგრძელებს სამყაროში, რომელიც ვირუსით არის ინფიცირებული. ის გადარჩენილ ადამიანებს ეძებს, რათა უსაფრთხო ადგილას წაიყვანოს. ელისის სასიკვდილო ბრძოლა კორპორაცია ამბრელასთან ახალ ეტაპზე გადადის. |
ქალაქ რაკუუნში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შვიდი წელი გავიდა. კორპორაცია "უმბრელა" გაუქმდა და თითქოს ყველაფერი წესრგშია. ჰარვარდილის აეროპორტში კი ზომბების თავდასხმა იწყება. კლერ რედფილდი და ლეონ კენედი კვლავ მზად არიან შეტევისთვის. სასიკვდილო ვირუსი ცოცხლდება და ეპიდემიის ახალი ტალღა იწყება. |
ელისი, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია მსოფლიო სასიკვდილო ვირუსებისა და გარდაუვალი დაღუპვისგან, კვლავ იღებს ხელში იარაღს. ამჯერად ის კორპორაცია ”ამბრელას” უნდა შეებრძოლოს, რომელიც საზარელ პროექტზე მუშაობს. სისხლიანი პოლიტიკოსები და პრაგმატული მეცნიერები ადამიანების განადგურებას გეგმავენ. სამაგიეროდ დედამიწას უკვდავი კლონებით დაასახლებენ. |
ქიმიური კატასტროფის შემდეგ, ქალაქის მცხოვრებლები ნელნელა ზომბები ხდებიან... ხოლო ისინი ვისი გონებაც ჯერ არ დაჩრდილა საშინელმა ვირუსმა, თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიან, სწრაფი სიკვდილის მოლოდინში. |
კოლეჯის მორცხვი სტუდენტი კაილი, სამ მეგობართან ერთად, სასტიკი მგლების ხაფანგში აღმოჩნდა ძველ, მიტოვებულ ქალაქში. ახლა მან საკუთარი შიშები უნდა დაძლიოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მგლებს, რათა საკუთარი თავი და მეგობრები გადაარჩინოს. |